პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საგანმანათლებლო სისტემის შესახებ აშშ-ში. მოძიებული მასალა განთავსდება ინტერნეტში.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები დაამუშავებენ ინგლისურენოვან პერიოდულ გამოცემებს, ბროშურებსა და ვებგვერდებს, რომლებშიც მოიპოვებენ და შეაგრობებენ ტექსტებს, ესეებს, სტატიებს აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემოს შესახებ. ამ მასალის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები გამოსცემენ სასკოლო ჟურნალს, რომელშიც მოთავსებული იქნება სხვადასხვა ჯგუფების მიერ მომზადებული სტატიები კონკრეტულ საკითხებზე: Preschool, elementary school, secondary school, junior and senior high school, college and university, advanced courses, home schooling, grading scale, basic curricular structure, extracurricular activities, educating children with disabilities, public and private schools, alternative schools. მოეწყობა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც ბავშვები გააცნობენ მასალას ყველა დაინტერესებულ პირს. მასალა განთავსდება ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა მასალის მოპოვებაზე ინტერნეტში, მოპოვებული მასალის განხილვა და დისკუსია, მასალის განთავსება ბლოგერში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. იმის გამო, რომ პროექტი განხორციელდება ინგლისურ ენაზე, მოსწავლეები გაიწაფებიან უცხო ენის სწავლის უნარჩვევებში. შედგება სასკოლო შემეცნებითი ჟურნალი. მოეწყობა თემის პრეზენტაცია და შედგება დისკუსია. მასალა განთავსდება ინტერნეტში.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან აშშ-ს საგანმანათლებლო სისტემის სხვადასხვა ასპექტს, მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი და ალტერნატიული სკოლების, კოლეჯების და უნივერსიტეტების შესახებ.
სამუშაო ენა: ინგლისური
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტს კავშირი ექნება შემდეგ საგნებთან: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა.ამ პროექტის ეფექტურად შესრულების შემთხვევაში მოსწავლეები წინ წაიწევენ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა/სტანდარტების მიზნების მიღწევაში: უცხ.ს. VI 21 მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ; უცხ.ს VI 12 მოსწავლე წერს სხვადასხვა ტიპის ტექსტს (ესე, სტატია, წერილი სასკოლო ჟურნალისთვის); უცხ.ს.VI 22 მოსწავლეები უცხო ენაზე განახორციელებებ სხვადასხვა ტიპის პროდუქტს; უცხ.ს. VI 23 მოსწავლეები ამუშავებენ უცხოურენოვან წყაროებს/ ტექსტებს შემდგომი გამოყენებისათვის.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ფიროსმანიშვილი
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nini.pirosmani@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment